პროექტები


                                         პროექტის გეგმა
                                                                                                
თემა -------თერგდალეულები
თემის  აქტუალობა-----თემა  თერგდალეულები ავირჩიე, რადგან მათი მიზანი საქართველოს თავისუფლების, ეროვნული სახელმწიფრიობის და  ეროვნული ღირებულებების   შენარჩუნება იყო. „სამი  ღვთაებრივი  საუნჯე დაგვრჩა  ჩვენ მამა-პაპათაგან. მამული, ენა სარწმუნოება, თუ ამათაც არ ვუპატრონებთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას ? ამბობდა  სულმნათი  ილია... თერგდალეულების  თაოსნობით   მძიმე განსაცდელის ჟამს ვუპატრონეთ ჩვენს ენას, ქართული ენა  სახელმწიფო ენად გამოვაცხადეთ. მას შემდეგ  ხელი-ხელ ნაგოგმანები ენა  ქართული  მოვიტანეთ  დღემდე.   დღეს კი  მას საფრთხე ემუქრება,    რადგან  ყოველდღიურ  მეტყველებაში  ხშირია ე. წ. „ჟარგონები“, რაც ამახინჯებს ქართულ სალიტერატურო  ენას და  მიყავს დეგრადირებისაკენ.  მიმაჩნია , რომ  ქართულ  ენას დღესაც ჭირდება  მოვლა-პატრონობა ,  ჩვენი გულისხმიერება,   რადგან   მას  კაცი  ცოდვის ხელით  არ უნდა  შეეხოს. ვაი ,რომ  ამ მხრივ არც თუ ისე  სახარბიელო მდგომარეობაა...  ვისი მოვალეობაა თუ  არა  ჩვენი   ენის   მოვლა-პატრონობა ? ამიტომ მიმაჩნია, რომ    ქართული  ენის სიწმინდის  დაცვა  ყველას  მოვალეობაა  და    თემა  ამიტომაცაა   აქტუალური.
პროექტის მიზანი: მოსწავლე  შეძლებს     ყოველღიურ  მეტყველებაში  გამოყენებული „ჟარგონები“ შეკრიბოს, ჩამოთვალოს, დაახარისხოს, შეადაროს  სალიტერატურო ენის  სწორ ფორმებს, გაანალიზოს, გამოიტანოს   დასკვნები,  შეაფასოს   ენის  მდგომარეობა, დასახოს მიზნები  მისი  გამოსწორებისათვის.
პროექტში  მონაწილეების    ასაკი:     15-16 წელი
პროექტის ხანგრძლივობა --ერთი  თვე
მოსალოდნელი შედეგი:--(პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას)
ვმვ-ს ჩანაწერები, გეგმები,  აღრიცხვის ,  ჩანაწერები, საინფორმაციო ბიულეტენები,  პოსტერები, გაზეთები, ბუკლეტები, დისკუსია, პრეზენტაცია
პროექტის  დაწყებამდე  საინიციატივო  ჯგუფის   მოსწავლეები  შეადგენენ  საქმიანობის  გეგმას, გაამზადებენ  ვმვ-ს ჩანაწერებს, ბუკლეტებს , საინფორმაციო ბიულეტენებს  და  სხვა.
პროექტის  მსვლელობის დროს: პედაგოგის  მიერ შექმნილი  საინიციატივო  ჯგუფის   ხელმძღვანელობით გადანაწილდება  საქმიანობა    და  მიეცემათ   დავალებები.   ნაწილი  მოსწავლეებისა  სკოლაში, ქუჩაში, საზოგადოებრივი  თავშეყრის  ადგილებში დაიწყებენ  კვლევას იმის  თაობაზე, რამდენად  ხშირად გამოიყენება  „ჟარგონები“ და  გააკეთებენ  შესაბამის ჩანაწერებს .   ნაწილი მოსწავლეებისა გაამზადებენ    ხშირად  გამოყენებული  „ჟარგონების“  და  ამავე  სიტყვების  სწორ სალიტერატურო ენის შესატყვის  ბუკლეტებს , ნაწილი მოსწავლეებისა  ყველგან დაარიგებენ  მათ  მიერ    შექმნილ  ბუკლეტებს  გასაცნობად.  მოსწავლეთა   ნაწილი იმუშავებს  სათანადო პოსტერებისა  და გაზეთების  შექმნა-გაფორმებაზე.  მოგროვებულ მოკვლეულ  მასალას დაამუშავებენ,   იმსჯელებენ,   გაანალიზებენ,  გამართავენ    დისკუსიებს,    შეაფასებენ  ქართული სალიტერატურო  ენის  მდგომარეობას,   მოამზადებენ   პრეზენტაციებს , კომპიუტერში  ამობეჭდავენ  და გაამრავლებენ  გამოყენებული  „ჟარგონების“   ბუკლეტებს  და     მის  შესატყვის  სწორ  ვარიანტს.   არსებული  მდგომარეობის  გამოსწორების   მიზნით  ბუკლეტებს   დაარიგებენ  ყველგან.   ბოლოს  ყველა  მასალა  შეჯამდება   და     წარდგენილი იქნება  პროექტის  განხილვისას. მოსწავლეები ისაუბრებენ  რით   იყო  კარგი  ამ  პროექტში  მონაწილეობა, რა  წვლილი  შეიტანეს  ქართული ენის  გადარჩენისა  და  დაცვის  საქმეში, მოახდენენ  თვითშეფასებას.
სასწავლო რესურსები:  საწერი  ფურცლები,ფორმატები, ენციკლოპედია, კომპიუტერი, მარკერები და სხვ.
საგნებთან კავშირი:    ისტორია--XII. V. მიმართულება: ადამიანი  და საზოგადოება
მოსწავლეს   შეუძლია   XIX—XX   საუკუნეებში   სოცილლური სტრუქტურების  ურთიერთმიმართების კვლევა
ადარებს ორი ან სამი ქვეყნის  სოციალურ სტრუქტურებს , მიუთითებს  მათ  განსხვავებებს და  მსგავსებებზე
საქართველოს მაგალითზე  აანალიზებს  პოლიტიკურ პარტიებისა  და  სხვადასხვა  სოციალურ ფენებს  შორის  ურთიერთმიმართებას, ავლებს  პარალელებს  ევროპის  ქვეყნებთან
XII. VIII. მოსწავლეს  შეუძლია  სხვადასხვა  კულტურების  ურთიერთობის   კვლევა
საკლასო დისკუსიისას მსჯელობს ევროპული  და აღმოსავლური კულტურების  ურთიერთმიმართებაზე  და  თვითოეულის  გავლენაზე  XIX—XX  საუკუნეების  ქართულ კულტურაზე
პროექტის ხელმძღვანელი:  ქეთევან  ნატროშვილი
პროექტის  ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა-ketevaninatro@gmail.com
პროექტის  ვებგვერდი:ketevaninatro blogspot.com



No comments:

Post a Comment